თქვენი ქმედებებით, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს – კუჭავა მედიას

თქვენი ქმედებებით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობას ცდება, დარბაზში დესტრუქციის და სხდომის ჩაშლის საშუალება არავის მიეცეს, – ამ განცხადებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მედიის წარმომადგენლებს მას შემდეგ მიმართა, რაც ჟურნალისტებმა აივნიდან ბანერი „დასაჯეთ მოძალადეები“ გადმოფინეს.

„მოძალადეებიც აუცილებლად დაისჯებიან, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის პარლამენტი ბოლომდე გააკონტროლებს – იქნება ეს საგამოძიებო კომისიის თუ სხვა ფორმატში. არსებობს ვიდეო კადრები, მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება და ყველა უწყება აუცილებლად ანგარიშვალდებული იქნება მთელი საზოგადოების წინაშე. პარლამენტი ნამდვილად იქნება ის ადგილი, სადაც დაისმევა ყველა კრიტიკული კითხვა თუ რაიმე არ მოგვწონს“, – განაცხადა კუჭავამ