“თქვენი შვილი ცუდად იქცევა” – პუტინის მშობლების საფლავზე წერილი დატოვეს

“თქვენი შვილი ცუდად იქცევა”  – ამ სიტყვებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მშობლების საფლავზე, წერილი დატოვეს, სადაც ნათქვამია, რომ პუტინი ”აცდენს ისტორიის გაკვეთლებს”.

 “ძვირფასო მშობლებო! თქვენი შვილი ცუდად იქცევა! აცდენს ისტორიის გაკვეთილებს, ეჩხუბება მეზობლებს, იმუქრება სკოლის აფეთქებით. მიიღეთ ზომები!” – წერია წერილში