რატომ არ მოგვეცით ამ დრომდე იარაღი? – ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს სიტყვით მიმართა და გააკრიტიკა ისინი რუსეთისთვის სანქციების არდაწესების გამო.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები უკრაინელების მიმართ ჰგავს ნაცისტური გერმანიის ქმედებებს ებრაელების მიმართ.

„ჩვენი ხალხი ახლა დახეტიალობს მსოფლიოში, ეძებს ადგილს, ისევე, როგორც თქვენ ადრე… ეძებენ უსაფრთხოებას, ცდილობენ, დარჩენ ცოცხალები მშვიდობაში. ზუსტად იმას ეძებენ, რასაც თქვენ ეძებდით“, – თქვა ზელენსკიმ ქსენეთის წინაშე.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის სამხედრო ოპერაცია, როგორც მოსკოვი ამტკიცებს, არამედ ესა “ყოვლისმომცველი ომი, არალეგიტიმური, რომელიც გამიზნულია ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი კულტურისა და ჩვენი შვილების განადგურებაზე”.

მან გაიმეორა ჰოლოკოსტთან შედარება და აღნიშნა, რომ რუსები იყენებენ ნაცისტური პარტიის ტერმინოლოგიას და ამბობენ, რომ უნდათ “საბოლოო გადაწყვეტის” პოვნა.

უკრიანის პრეზიდენტმა დახმარებისთვის მიმართა ისრაელის კანონმდებლებს და გააკრიტიკა  იმის გამო, რომ უარი თქვეს დიდი რაოდენობით ლტოლვილების მიღებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

”დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ველოდებით თქვენს დახმარებას, როცა სხვა ქვეყნები დახმარებას გვაძლევენ?  Რა არის ეს? გულგრილობა? პოლიტიკური გათვლა? შუამავლობა მხარის არჩევის გარეშე?

მინდა აღვნიშნო, რომ გულგრილობა კლავს. გამოთვლები შეიძლება იყოს არასწორი. თქვენ შეგიძლიათ შუამავალობა ქვეყნებს შორის, მაგრამ არა სიკეთესა და ბოროტებას შორის“,– მიმართა ზელენსკიმ ქსენეთს.

“ყველამ იცით, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი ანტისარაკეტო სისტემა, თქვენი იარაღი ძლიერია, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი ხალხის ინტერესები და შეგიძლიათ დღეს დაიცვათ უკრაინელი ებრაელები. შეიძლება დიდხანს ვიკითხოთ, რატომ არ მოგვეცით ამ დრომდე იარაღი, ან რატომ არ მიიღეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? მაგრამ ეს იქნება თქვენი არჩევანი, ახლა თქვენ გაქვთ არჩევანი”, – შეაჯამა ზელენსკიმ.