„ვფიქრობ, რომ ეს არის საშიში პრეცედენტი და მითუმეტეს, იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შენიღბვის გარეშე, ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც იყენებენ ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ეს პიროვნება, რომელიც დაკავებულია. რაც შეეხება ვაი პოლიტიკოსების მხრიდან გამონათქვამებს, რომლებიც, პირდაპირ ურტყამენ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, იმ ახალგაზრდების განვითარებას, რომლებისთვისაც ვითომ ეს ადამიანები რაიმეს აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში ამ ადამიანებს ფარად იყენებენ, ასეთი ხასიათის ძალადობრივი ქმედებები მათი მხრიდან არის წახალისებული, რომელსაც საქართველოს ისტორია არ იცნობს.

ამ „პოლიტიკოსებმა“, სხვა შემთხვევაში საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანები არიან მომზირალნი, როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ, იციან, რომ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ აქვთ. დავინახეთ კიდეც, რომ მათ მიკროფონსაც კი არ აძლევენ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები. ხედავდით, რომ იქ ათასობით ადამიანი იდგა, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, დები, ძმები და ა.შ. მაგრამ იმ ადამიანებს რაიმე ძალადობრივი ქმედება აზრადაც კი არ მოსვლიათ. ის, ვინც ასეთი ქმედებისთვის ასეთ ადამიანებს გამოიყენებს, ამაზრზენია. მინდა ყველას ვუთხრა, ცეცხლს ეთამაშებით, ბატონებო და ქალბატონებო. თქვენ სახელმწიფოს თუ დამხობას დაუპირებთ, ჩვენ საზოგადოებას თუ აპოკალიფსის მოწყობას დაუპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ. მინდა, ეს მათ ძალიან მკაფიოდ იცოდნენ. შესაბამისად, კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს. სხვათა შორის, ნენსი პელოსის განცხადება ვნახეთ, ტრამპისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით და თქვა, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს“

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ლაზარე გრიგორიადისის დაკავების ფაქტთან დაკავშირების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.