“თქვენ იგონებთ” – მდინარაძე უარყოფს რომ მის მძღოლს კორონავირუსი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარში მდინარაძე ხუმრობს, რომ  მისი თანამშრომელი ნიკა გვარამიას დაცვის წევრებთან მეგობრობს და ამიტომ ყველამ უნდა ვიფრთხილოთ. სერიოზულად კი ოცნების ლიდერი გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს:

“ტყუილია ეს ყველაფერი, თქვენ იგონებთ, როგორ უნდა დავადასტურო. ჩემი მძღოლი 4 დღეა საერთოდ არ ყოფილა ოფისში, თქვენთვის რომ იცოდეთ და მაინც გაიტესტა და ხვალ იქნება პასუხი შუადღისკენ. ტყუილია ეგ ამბავი. დღეს გაიტესტა და ხვალ იქნება. ”

გუშინ და დღეს ქართულ ოცნებაშიკორონავირუსი უკვე 5 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაციაშია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.