იაგო ხვიჩია აცხადებს რომ იარაღი სჭირდება რომ არ “გაილახოს” რადგან ნიკა მელია მასზე ფიზიკურად დიდია

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მას სჭირდება იარაღი რადგან  ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მასზე დიდია და იარაღი თავდაცვისთვის სჭირდება.

” ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია, მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა, მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მინდა მივმართო პარლამენტს თუ ვისაც არ უნდა იყოს იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს. იმიტომ, რომ მურუსიძის სასამართლოს იმედად ვერ ვიქნები და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს? ასეთი ადამიანი არა ვარ უბრალოდ, რომ არ გამლახოს, ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მე მჭირდება თავდაცვის საშუალება პარლამენტის წევრს მაქვს. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ, ბატონი ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო ნიკა მელიას სიტყვას რომ პატივს ვცემ, ამიტომ მივიჩნიე სერიოზულად და მინდა გავარკვიო, მემუქრებოდა დებატებში გამოწვევით, თუ ფიზიკურად რომ ჩემზე დიდია მაგით მე მომეჩვენა, შეიძლება არ მემუქრებოდა”, – თქვა მან.

ცნობისთვის, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან მას “ცუდი” სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მოეჩვენა, რომ მელია “დაემუქრა კიდეც”. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა