იაგო ხვიჩია მაჟორიტარად ბათუმში იყრის კენჭს

გირჩის ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია მაჟორიტარად ბათუმში იყრის კენჭს. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ “კურიერთან” საუბარში დაადასტურა, რომ ის კენჭს ბათუმში იყრის. მისივე თქმით, 22 მაჟორიტარული ოლქიდან “გირჩი”, სავარაუდოდ, 8-10 ოლქში დააყენებს საკუთარ კანდიდატს.

“ვფიქრობთ, 8-10 ოლქში წარვადგინოთ მაჟორიტარი კანდიდატები. პირველად ვამბობ თქვენთან, საჯარო სივრცეში, რომ მე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში ვიყრი კენჭს. ვხედავ ბათუმში ყველაზე მეტ რესურსს, სადაც ყველაზე მეტად შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგების გარდა. გარდა ამისა, ბათუმი არის ჩემთვის ყველაზე სპეციფიკური ადგილი, ბევრი რამე მაკავშირებს ბათუმთან,”-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.