იაგო ხვიჩია ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს აფასებს, რომელშიც ის ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს. ხვიჩიას აზრით, მსახიობი “მტკიცებულებების გარეშე ტალახს ისვრის”, #MeToo კამპანიები კი ბოროტებაა.
პარტია “გირჩის” ლიდერის თქმით, რუსთაველის თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მართალია, როდესაც მსგავს მხარდამჭერ კამპანიებს “რეპრესიებს” უწოდებს.
“Me too კამპანია აუგორეს მის [რობერტ სტურუას] ერთ-ერთ მსახიობს, მისმა ცოლმა თქვა, რომ 11 წლის წინ მცემდაო, რობერტ სტურუამ [თქვა], 30–იანი წლების რეპრესიები “მოხოდეს” ქალებმაო”. მართალია რობერტ სტურუა, ზოგადად.
Me Too კამპანიები არის ბოროტება იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება თავის დაცვა. სასამართლო პროცესია, სადაც თავის დაცვის საშუალებას არ გაძლევენ, “პროსტა” გლანძღავენ. შეიძლება პირველწყარო მისი სამართლიანი/უსამართლო იყოს, მაგრამ თვითონ ფორმა Me too კამპანიების არის მიუღებელი, ამაზრზენი და ჩემი აზრით, ყველა ნორმალური ადამიანი უნდა გაემიჯნოს.
ცუდი რჩევა მისცეს დაქალებმა, ჩემი აზრით. მტკიცებულებების გარეშე ტალახის სროლა ყოფილ ქმარზე, რაც არის ამაზრზენი საქციელი. 11 წლის მერე ამას როცა იწყებ და არანაირი მტკიცებულება არ გაქვს, როგორ უნდა იმართლოს მოწინააღმდეგემ თავი, იქნებ გაჩალიჩება გინდა?!”,– აცხადებს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა. მსახიობი ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს.
მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა რუსთაველის თეატრის მსახიობმა თამთა ინაშვილმა და ბესო ზანგურთან ერთად სპექტაკლში თამაშზე უარს ამბობს.
ნინუცა მაყაშვილი შსს–მ გამოკითხვაზე დაიბარა.