„იან კელი არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წარმოდგენილია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი და გვიმტკიცებს, რომ კონკრეტული დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და ადამიანთა დიდი ჯგუფის წამება და განზრახ სიკვდილი ციხეებში და არამარტო ციხეებში, არის ის, რაც გვაახლოებს. ეს არის მისი მოსაზრება, რომელიც ერთ აბზაცში ძალიან მოკლედ გამოხატა მან და კრამერმა, რაც აბსოლუტური აბსურდია, თუ არა სისულელე,“

ასე ეხმაურება,  “ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის ვიცესპიკერი  გია ვოლსკი,  საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის The Bulwark-ზე გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიას.