პუტინი უკრაინაში მარცხდება მაგრამ საქართველოში იმარჯვებს – კრამერი და კელი

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი The Bulwark-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში  “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ და აცხადებენ, საქართველოში წინა ორი რეჟიმისგან  განსხვავებით, რუსეთისადმი დაშოშმინება და დასავლეთის რეკომენდაციას უგულებელყოფა ახასიათებს.

”უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, სრული ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნით. შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა განახორციელონ თავიანთი გავლენა საქართველოზე, რათა დაეხმარონ ამ დესტრუქციული ძალების შეკავებას. ჩვენ ვალდებულნი ვართ ბევრი ქართველის წინაშე, რომლებიც იმედოვნებენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, უნდა დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვები და სხვა სანქციები მათზე, ვინც ძირს უთხრის დასავლეთთან მომავლის იმედს.”

იან კელი და დევიდ კრამერი ასევე აღნიშნავენ, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება  პოლიტიკურად მოტივირებულია.

”ბოლო შემაშფოთებელი ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარიზმისაკენ მიმავალ გზაზე გასულ კვირას მოხდა, როდესაც მოსამართლემ ნიკა გვარამიას, წამყვანი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთვარი არხის“ დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით სამ წელზე მეტი პატიმრობა მიუსაჯა. აშშ-ის საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ გვარამიას საქმე „კითხვის ნიშნის  ქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი“ და ვარაუდობს, რომ ის არასწორ სიგნალს აგზავნის მის დასავლურ არჩევანზე მაშინ  „როდესაც საქართველოს აქვს უპრეცედენტო შესაძლებლობა ევროატლანტიკური წინსვლისთვის.

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ასევე ეხმაურებიან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ აწარმოა დევნისა და დემონიზაციის კამპანია ქვეყნის ოპოზიციის ლიდერების, განსაკუთრებით ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ.

”ქართული ოცნება” მტკიცედ აკონტროლებს სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს, ძლიერი ოპოზიციის თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლებამ აწარმოა დევნისა და დემონიზაციის კამპანია ქვეყნის ოპოზიციის ლიდერების, განსაკუთრებით ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შარშან შემოდგომაზე უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და ციხეში ცუდად ეპყრობიან. ძალაუფლების მოხვეჭა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნა არ არის ახალი ქართული პოლიტიკისთვის. იმავე ტენდენციაში ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინა ორ ლიდერს – სააკაშვილსა და შევარდნაძეს. რაც ამ რეჟიმს რადიკალურად განასხვავებს სხვებისგან არის რუსეთისადმი დაშოშმინების პოლიტიკა და გულგრილობა, თუ არა – სრული უარყოფა, დასავლეთის შეშფოთების რეფორმების შენელების ან განხორციელებასთან დაკავშირებით”. – ვკითხულობთ სტატიაში.

‘როგორც ჩანს, „ქართული ოცნება” გადაწყვეტილებებს იღებს, არა იმის საფუძველზე, ხელს უწყობს თუ არა ეს პოლიტიკა დასავლურ ნორმებთან ინტეგრაციას, არამედ იმით განაწყენდება თუ არა ამით კრემლის დიქტატორი. თავის საშინაო პოლიტიკაში, მთავრობა სტაბილურად აგროვებს ძალაუფლების ყველა სადავეებს, ხელისუფლების სამივე შტოში და მარგინალიზებს ან ანადგურებს ინსტიტუტებს, რომლებსაც შეეძლოთ ამ ძალაუფლების კონტროლი. ეს განსაკუთრებით აშკარა იყო აშშ-ს, ევროპისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ რეფორმებზე უარის თქმის დროს, რათა უზრუნველყოფილიყო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

ყველაზე შემაშფოთებელია ქართული ოცნების პოლიტიკა უკრაინის ომის მიმართ. როგორც რუსეთის შეჭრის გამოცდილების მქონე, საქართველომ უკრაინის ბუნებრივი მოკავშირე უნდა იყოს. ნაცვლად ამისა, საქართველოს მთავრობა არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, არ აძლევს საკუთარ მოქალაქეებს შესაძლებლობას იბრძოლონ უკრაინაში, სავარაუდოა, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებიდან თავის არიდებაში, ამასთანავე, აიძულა უკრაინა საქართველოდან ელჩი გაეწვია.”

რუსეთის პერიფერიაზე არის მთელი რიგი რეჟიმები, რომლებსაც ეშინიათ ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობისა და პუტინის გაბრაზები გამო. ჯერ კიდევ  არ არის გვიანი, რომ საქართველო არ გახდეს კიდევ ერთი ასეთი რეჟიმი. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა ახლა მეტი უნდა გააკეთონ, რათა გამოავლინონ თავიანთი შეშფოთება ამ ტენდენციების მიმართ. მათ უნდა იმოქმედონ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც კულისებს მიღმა იჭერს ძაფებს,  განახორციელონ პოლიტიკა, რომელიც აიძულებს საქართველოს დასავლეთიდან უფრო შორს იყოს და რუსეთთან უფრო ახლოს.” – ნათქვამია სტატიაში.