საფრანგეთის საზღვაო ძალებმა მიმდინარე კვირაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი დააკავეს. ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 25 ივნისს განაცხადა.
კამერუნის დროშით მცურავი ხომალდი “Deliver”, 2024 წლიდან მოყოლებული რუსული ნავთობის ექსპორტშია ჩართული და ძირითადად ბალტიისა და შავი ზღვის პორტებიდან დაცურავს.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ხომალდ “Deliver-ის” დაკავება მაშინ მოხდა, როცა გემი სიცილიის სანაპიროსთან “საზღვაო კანონების დარღვევით” მიცურავდა. პოსტთან ერთად მაკრონმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც გემის ბორტზე სამხედროების გადასხმის კადრები ჩანს:
La Marine Nationale a arraisonné mardi le pétrolier Deliver alors qu’il transitait au large de la Sicile en infraction avec le droit de la mer.
Cette nouvelle action contre la flotte fantôme, conduite quelques jours après une opération similaire par le Royaume-Uni… pic.twitter.com/5Gjn43MhLr
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) June 25, 2026















