მოწმე ამბობს, „ხელი რომ ასწიე, ხალხმა იხუვლა“ არც სახე ახსოვს, არც სად ვიდექით, არაფერი არ ახსოვს – გვარამია

spot_imgspot_img

“მოწმე ამბობს, „ხელი რომ ასწიე, ხალხმა იხუვლა“ არც სახე ახსოვს, არც სად ვიდექით, არაფერი არ ახსოვს” – ასე აფასებს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პროკურატურის მოწმის მიერ დღეს სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას.

„ეს პროცესი მორჩება ყველას პატიმრობით და როგორც ჩანს, მორჩება უფრო მალე, ვიდრე სავარაუდო იყო იმიტომ, რომ ჯერ ერთი, იცით, დიდი სიხშირით დაინიშნა სასამართლო პროცესები და ამას პლუს, ახლა ყველასთვის [ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის გარდა] დაინიშნა სახაზინო ადვოკატი იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზითაც კი ვერ შეფერხდეს რომელიმე სხდომა. გააძევებს ყველას ან არ მოვა ვიღაცა და მაინც სახაზინოს მეშვეობით გააგრძელებს პროცესს.

მოწმის დაკითხვისას ყოველი მეორე კითხვა მომიხსნა დღეს მოსამართლემ. მოწმე რომ ცალკე დამნაშავეა ფაქტია, იმიტომ, რომ ან ცრუ ჩვენებს იძლევა ან პატაკი არ დაუწერია, თავის დროზე დანაშაული არ შეატყობინა. ამ პროცესზე მოსამართლე არის მესამე პროკურორი, ეს ფაქტია, ამას წყალი არ გაუვა, ისევე როგორც ყველა პროცესზე, მაგრამ ქალბატონი თამარი ამ მხრივ, მართლა გამორჩეულია.

მოწმემ თქვა, რომ გადატრიალებას ვაპირებდი იმიტომ, რომ ჩემი აწეული ხელი დაიმახსოვრა, პირდაპირ ეს არის ჩვენება, მეტი არაფერი. პირდაპირ გეუბნებით რასაც ამბობს მოწმე, ვციტირებ – „ხელი რომ ასწიე, ხალხმა იხუვლა“. ჩემ აწეულ ხელზე თურმე ხალხმა იხუვლა და შეუტია პარლამენტს. არ ვიცი, ახლა, ცეზარი ვგონივარ თუ ვინ ვგონივარ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, არც სახე ახსოვს, არც სად ვიდექით არ ახსოვს, არაფერი არ ახსოვს და ბოლოს ვკითხე, ვის გულშემატკივრობს [ფეხბურთში], მითხრა, საფრანგეთსო და რომ ვკითხე, ბოლო თამაშში, რა ქნა-მეთქი და არ მახსოვსო. ჩახსნილი აქვს მეხსიერება, ანუ იცის, რომ არაფერზე არ უნდა უპასუხოს გარდა იმისა, რომ ახსოვს ხელი და „ხალხმა იხუვლა“. აი, ამისთვის იყო დღეს კაცი მოსული, რომელიც გამვლელი კი არ არის, პოლიციის დეტექტივია.

რეჟიმი სანამ არ დაემხობა არაფერი ეშველება ამ საკითხს. მთავარია ჩვენი თავისუფლებით ბიძინა ივანიშვილი არ ვავაჭროთ და პრობლემები არ მოვაგვარებინოთ. ეს არის მთავარი, თორემ ციხეს ადამიანი გადაიტანს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img

პოპულარული

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ...

მოსკოვში გაქცეული დიქტატორის განაჩენი: ბაშარ ალ-ასადს სირიაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სირიის გარდამავალმა უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ დიქტატორს, ბაშარ ალ-ასადს...

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008...

გერმანიაში უკრაინის მოქალაქე დივერსიის მომზადების ეჭვით დააკავეს

უკრაინის 33 წლის მოქალაქე გერმანიის ფედერალურ მიწა თიურინგიაში დააკავეს....

„უპილოტო აპარატების საფრთხის“ რეჟიმი და საჰაერო განგაშები ოკუპირებულ აფხაზეთში

დღევანდელი დილა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი გაფრთხილებით გაუთენდა:...

უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის საკითხზე აშშ-სთან მუშაობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ  განაცხადა, რომ Patriot-ის...

“ნატოსთან ბევრი კითხვა გვაქვს, უკრაინა მას ტექნოლოგიურად უსწრებს“–ზალუჟნი საკუთარ განცხადებას განმარტავს

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა...
spot_img

ყველა ამბავი

„ოცნების“ ლიდერები შინდისში: წინა ხელისუფლება მოღალატეა, ომი მათ დაიწყეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.კობახიძის წინა...

მოსკოვში გაქცეული დიქტატორის განაჩენი: ბაშარ ალ-ასადს სირიაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სირიის გარდამავალმა უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ დიქტატორს, ბაშარ ალ-ასადს და მის უმცროს ძმას, მაჰერ ასადს, დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გადაწყვეტილება...

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე პარტია „იაბლოკო“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის „იაბლოკოს“ ფედერალური სიის რეგისტრაციის გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით, სასამართლოს კრემლის მომხრე...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ “თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ შედეგი არ გამოიღო“ და მან რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი არ თქვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მხაილ გალუზინი აცხადებს, რომ რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნორები არიან და თბილისზე "უპრეცედენტო გარე...

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი წლით სცდება? ცუდ დაგეგმვასთან? არაეფექტურ მონიტორინგთან? უხარისხო შესრულებასთან? თუ სამივესთან...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა ორშაბათს, 10 აგვისტოს, Telegram-ზე განაცხადა. საგარეო საქმეთა...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC)საქართველოში რეგისტრირებულ ირანულ კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს....

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია - ასე...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას ვრცელ მიმოხილვებს უძღვნის. ირაკლი კობახიძის შემდეგ ვრცელ სტატუსს, სოციალურ ქსელში,...

კალაძის განმარტება რუს ბლოგერთან ინტერვიუზე, რომელშიც მან რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა

კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუს ბლოგერს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა და ურჩია, რომელი...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის გამანადგურებლებმა 9 აგვისტოს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი გააჩერეს, რომლებმაც ნიუ-ჯერსის შტატში,...