საფრანგეთმა სიცილიასთან რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა

საფრანგეთის ეროვნულმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა 23 ივნისს ნავთობის ტანკერი Deliver დააკავეს, როდესაც ის სიცილიის სანაპიროსთან ტრანზიტით გადაადგილდებოდა და საზღვაო სამართალს არღვევდა. ეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი ოპერაციაა. ამის შესახებ ხუთშაბათს, 25 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.

„ჩვენ არ მივცემთ „ჩრდილოვან ფლოტს“ სანქციების გვერდის ავლისა და რუსეთის სამხედრო ძალისხმევის დაფინანსების საშუალებას“, — აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, ევროპა მტკიცედ არის განწყობილი. „ის გააგრძელებს ყველა საჭირო ძალისხმევას, რათა რუსეთისთვის ომის ფასი გაზარდოს და უკრაინაში მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს“, — დაამატა მან.

AFP: გემი პრიმორსკიდან მოდიოდა

როგორც AFP აზუსტებს, გემი კამერუნის დროშით გადაადგილდებოდა და რუსეთის პრიმორსკიდან მოდიოდა. საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ის სადგომ ადგილზე მიაცილეს შემდგომი შემოწმებისთვის.

სექტემბრიდან საფრანგეთმა კიდევ ოთხი გემი შეამოწმა, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნოდა. მათ შორის ერთი — მაისის ბოლოს ატლანტის ოკეანეში, დიდი ბრიტანეთისა და სხვა პარტნიორების დახმარებით.

დიდი ბრიტანეთის ოპერაცია

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის პირველ მსგავს ოპერაციაში სამეფო საზღვაო ქვეითები და დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს სპეციალურად მომზადებული სამართალდამცველები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერ Smyrtos-ზე ავიდნენ. გემი ლა-მანშის სრუტის გავლით ცდილობდა გადაადგილებას.

მოგვიანებით, 16 ივნისს, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები შეეხო ოთხ გემს, რომლებიც რუსულ თხევად ბუნებრივ გაზს მესამე ქვეყნებში გადაზიდავდნენ, ასევე 23 გემს, რომლებიც რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

ევროკავშირის სანქციების ქვეშაა თითქმის 600 გემი, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

პოპულარული

ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. ზელენსკი საკუთარ პირობებს ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა...

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 12 ოქტომბერს, 23:30 საათიდან, რუსთაველზე სარეაბილიტაციო...

ევროკავშირი წყვეტს ხელისუფლების დაფინანსებას და მხარდაჭერას მოსახლეობისკენ მიმართავს

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს...

უკრაინელებმა რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა  14–15 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ექვსი Su-34M...

რომის პაპის ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. მას სიმსივნე ამოჰკვეთეს

წმინდა საყდრის ოფიციალური ინფორმაციით, რომის პაპი ლეო XIV წარმატებული...

ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს – კაია კალასი

"ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს"- საგარეო...

ადრე თუ გვიან, მოუწევთ, ოცნებას ესაუბრონ – მაჭავარიანი EU-ზე

ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ გაბუტვის რეჟიმში რჩება, იქიდან გამომდინარე,...

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო” დააკავეს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო)...

ყველა ამბავი

ქეითი ზაქარია წარუმატებელი დებიუტის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს

ქეითი ზაქარია თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს. მას ეს თანამდებობა ერთ კვირაზე ნაკლები ხნის განმავლობაში ეკავა, თუმცა მედიამ მისი...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის დასრულებამდე და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, განაცხადეს...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა მოითხოვა - ამის შესახებ ნათქვამია...

“ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“ – გვარამია

„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს,...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს. როგორც მის...

TV იმედის მფლობელი მაგდა ანიკაშვილიც გახდა – სამმა ყოფილმა მფლობელმა წილი გაასხვისა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.  ცვლილების თანახმად ტელეკომპანია იმედის 100%-იანი...

ევროკავშირი წყვეტს ხელისუფლების დაფინანსებას და მხარდაჭერას მოსახლეობისკენ მიმართავს

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას - ამის შესახებ განცხადებას...

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ერევანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა."შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავლების თითქმის 83% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), "კაწრო" ავთანდილ ბილანიშვილი  და შოთა ყიფიან ბრალს არ აღიარებენ და  დუმილის...

CNN: აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს

ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად ე.წ. „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო...