იან კელი პოზნერის ვიზიტზე – ეს შემაშფოთებელია

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და ამას “შემაშფოთებელს” უწოდებს.

რუსი პროპაგანდისტი საქართველოში 50–მდე მეგობართან ერთად დაბადების დღის ასაღნიშნად ჩამოვიდა. ისინი რესტორან “ვინოტელში” იმყოფებოდნენ, სადაც აქტივისტებმა აქცია გამართეს. შრომის ინსპექციამ როგოროც სასტუმროს სტუმრები, ისე სასტუმრო, დააჯარიმა. პოზნერი და მისი მეგობრები პოლიციამ კორდონის დახმარებით გაიყვანა.