იაპონია რუსეთში მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტს კრძალავს – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, იაპონია რუსეთში მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტს კრძალავს.

მისი განმარტებით, მათ შორისაა 3D პრინტერები, კვანტური კომპიუტერები და ელექტრონული მიკროსკოპები.

ერმაკის ცნობით, სანქციები უკვე აიძულებს რუსეთს, სამხედრო აღჭურვილობაში გამოიყენოს  ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და მაცივრების ჩიპები.

“რუსეთი ტექნოლოგიების გარეშე სულ უფრო დაემსგავსება საბჭოთა კავშირს”,– აღნიშნავს ერმაკი.