“ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, განსაკუთრებით, როცა ის მოდის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან, დელეგაციისგან რომელთანაც საქართველო რეკომენდაციების შესრულებაზე თანამშრომლობს – მე მგონი, არსებობდა გარკვეული დაბნეულობა, რადგან იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო ვენეციის კომისიაში, შემდგომ გამოიწვიეს. შესაბამისად, ვენეციის კომისიასთან არ არის მოთხოვნა არცერთი კანონის განხილვასთან დაკავშირებით, არც საქართველოდან, არც უკრაინიდან.

ეს კანონი არის ახალი სფერო, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა ეს კანონი მიღებამდე განიხილონ. როგორც აღვნიშნე, ეს არის ძალიან კომპლექსური და ახალი, ამიტომ კანონის დამტკიცებამდე, ვენეციის კომისიის ექსპერტების დასკვნის მიღება იქნება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი საქართველოს მთავრობისთვის, საქართველოს პარლამენტისთვის”,

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამდე ის ვენეციის კომისიის ექსპერტებმა განიხილოს.