იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში სიმბოლოებს ხატავდა – შსს

დენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე კატებს ხატავდა და ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა. შინგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურს გადაეცემა. უწყება ასევე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

ასევე იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა.

„პირი იდენტიფიცირებულია. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. საქმე რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ამასთან, იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი პირი, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა“,- აღნიშნავენ უწყებაში.