“ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. აქვე გეტყვით, რომ შემოთავაზებაც გვქონდა, მე მგონი შარშან, იქნებ დავამთავროთო, ბიძინა ივანიშვილისგან, იმიტომ, რომ მას რა უნდა იცით? რომ ყველა მასთან იყოს ვალში, ეს უნდა მას. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე სამოქმედოდ. მან მოახერხა ეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა ეს, სუს-ის მეშვეობით, მოსყიდვის მეშვეობით, ვიღაცაზე კრედიტების მიცემის მეშვეობით, ჩინოვნიკებზე მაქვს საუბარი, მერე თეთრი კონვერტებით ფულით ანაზღაურების მეშვეობით, ეს ყველაფერი რეალობაა.

ჩვენ ამ ქვეყანაში სიმართლეს თუ არ ვიტყვით, ვიქნებით ამ ჭაობში, მე არ მინდა ჭაობში ყოფნა, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გინდათ, მაგრამ ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო ამ შემთხვევაში, არის სიმართლის თქმა, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე და თუ არ ვიტყვით ამ სიმართლეს, ვიქნებით ასეთი დაჩაჩანაკებული”

თქვა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.