“ივანიშვილის მიმართ ვგრძნობ არა მადლიერებას, არამედ გაბრაზებას“–გია ნოდია

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას საბურთალოზე მდებარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია თბილისს უსასყიდლოდ გადასცეს ექსპერტი გია ნოდია ამომრჩევლის მოსყიდვას უწოდებს:

“როგორც თბილისელს, მიხარია, რომ იპოდრომის ადგილას პარკი იქნება. იმედია, კარგი პარკი გამოვა.

როგორც მოქალაქემ, ვიცი, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ვგრძნობ არა მადლიერებას, არამედ გაბრაზებას.

P.S. ამ პარკისთვის “ცენტრალური პარკის” დარქმევა არის მატრაკვეცობა (რა ნიშნითაა ცენტრალური?) მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა.“– წერს გია ნოდია ფეისბუქზე.