ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმიანება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ მისი დეპუტატო მანდატის შეჩერების მხარდაჭერას. მისი შეფასებით, “ივანიშვილის დიქტატურა იღებს უპრეცედენტო სახეს”.
ნათელაშვილის განცხადებით, “ივანიშვილის პოლიტიკურ საფლავზე დაადგამს დიდ ქვას, რომ იქიდან პატარა ბიძინებიც კი არ ამოძვრნენ და სასქართველოს მომავალი არ გაამრუდონ”.
“აი, ამას ვპირდები აქედან ოლიგარქს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში პირველი საკითხი, რაც იქნება ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის გასაგონად ნათქამი, ეს იქნება ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის საგამოძიებო კომისიის შექმნა. მადლობა უფალს, ასე რომ ეშინიათ ჩვენი ქვეყნის მტრებს, მოძალადეებსა და დიქტატორებს. ამ შიშს გავუმართლებთ იმით, რომ ჩამოვაცილებთ საქართველოს მმართველობას”,– თქვა ნათელაშილმა ბრიფინგზე.
დღეს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვისა და და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირა.