ივანიშვილის ცოლის სახელზე გაფორმებულ ოფშორულ კომპანიას რეგისტრაცია გაუუქმეს – TV პირველი

“ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ  კომპანია ოფშორში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი დიდ ქონებას ინახავდა, დაუხურეს.

“ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი ასაჯაროებს დოკუმენტებს, ეკა ხვედელიძის ხელმოწერით. აღმოსავლეთ კარიბის უმაღლესი სასამართლოდან მოპოვებული შვიდ გვერდიანი საბუთით  დგინდება, რომ  ხვედელიძე, ვირჯინიის კუნძულების ოფშორში კომპანიების რეგისტრატორს უჩივის, ოლიგარქის ცოლი უკანონოდ მიიჩნევს ბირთანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტირებული მისი კუთვბუილი კომპანიიის გაუქმებას და სამართლოს მის აღდგენას სთხოვს. ეკა ხვედელიძე სარჩელში წერს, რომ მის კომპანია, “მონიკა საუნდ ლიმითედს” , ოფშორის რეგისტრატრომა რეგისტრაციაა არასწორად გაუუქმა. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფირმის სახელზე, ხვედელიძე დიდძალ ქონებას ინახავდა. ოფშორში რეგისტრაციის გაუქმება კი შემთხვევით არ ხდება –  კომპანია დანაშაულში ან ისეთ საეჭვო მაქინაციებში უნდა იყოს ჩაბმული, რომ მის წინააღმდეგ ასეთი მძიმე ვერდიქტი გამოიტანონ.

ეკა ხვედელიძის ინტერესებს ცნობილი საერთაშოსიო იუსტიბის ჯგუფი “ონილ ვებსტერი” იცავს. 

“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული სასარჩელო განცხადებით დგინდება შემდეგი გარემოებები :  1.ივანიშვილის კომპანია დაუხურეს, ეს კი მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ქირაობს გამოცდილი ძვირადღირებული იურისტების ჯგუფს და იწყებს  ვირჯინიის კუნძულებზე დავას მის აღსადგენად. 

2. მრავალმილიარდიანი  ქონების ნაწილი ივანიშვილის მისი ცოლის ეკატერინე ხვედელიძის სახლზე აქვს გადაფორმებული 

3. ამერიკაში რეგისტრირებულ  აქტივებს ივანიშვილის საკუთარ სახელზე არ აფორმებს. 

“შაბათის ეთერის ინფორმაციიით” შესაძლო სანქციების გამო, 11 მაისს საგანგებოდ თბილისში ჩამოვიდა და დიდი ალბაოთობით “ოცნების” მმართველ ელიტას თავდ შეხვდა, ეს ის დღეა, ბიძინა ივანივილის  გამო “ქართულმა ოცნებამ” ამერიკის შეერთებულ შტატებზე შტურმი რომ მიტანა.