ივანიშვილი სრულ პანიკაში და ისტერიკაშია – სააკაშვილი აშშ-დან მოსალოდნელ სანქციებზე

“ივანიშვილი სრულ პანიკაში და ისტერიკაშია”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავართან” საუბარში განაცხადა. მისი თქმთ, ივანიშვილი ახლა სრულ პანიკაშია და მისი ბოლო გადაწყვეტილებებიც სწორედ ამას ემყარება.

“კონსტანტინ კულიკი არის ის ადამიანი, რომელმაც საჯაროდ აღიარა რომ პოროშენკო ავალებდა ჩემს წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებას. ეს მართლაც ასეა, ის იყო ყველაზე ცნობილი პროკურორი უკრაინაში. ამის გარდა, ოლიგარქებთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პარლამენტარის სანქცირება მოხდა და მათი თანამებრძოლების. ივანიშვილის პრობლემა არის ის, რომ ის აფინანსებდა ტრამპს თავისი სიძის ჯარედ კუშნერის მეშვეობით და ლობისტური ჯგუფების მეშვეობით.

ივანიშვილმა ეს იცის და არის სრულ პანიკაში და ისტერიკაში, რადგან ბაიდენი აპირებს დემოკრატიული სამიტების მოწყობას და დემოკრატიული ფასეულობები მისთვის არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ტრამპისთვის. არჩევნების მოპარვა არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა დემოკრატიისთვის. ბაიდენს აქვს ალერგია ოლიგარქიულ და ზოგადად ამ ფულისტურ, ლობისტურ სიტუაციებზე. ივანიშვილისთვის არის ძალიან ცუდი დრო, უკრაინის სიგნალია ძალან მნიშვნელოვანი სიგნალი. ახლა ბოლომდე უცვლის ყველაფერს, შეუთვალა, რომ თუ გინდათ თურქეთის წინააღმდეგ ვიმუშავებ, ირანის წინაააღმდეგ ვიმუშავებ, ბაზას გადმოვიტან აქ, რაც გინდათ მითხარით, რუსეთთანაც ჩავჭრით ურთიერთობას, ქვეყნიდანაც წავალთ, ოღონდ არ დამესხათ თავს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.