“საქართველოს არაკეთილმოსურნეებს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მათ, უმძიმესი შანტაჟის პირობებშიც კი, ბიძინა ივანიშვილს ომისკენ ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს და ნაცვლად იმისა, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში შემობრუნებას და ქვეყნის განადგურებას დათანხმებოდა, დღეს ქველმოქმედებით, მათ შორის საქართველოს ბუნების გალამაზებითა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით არის დაკავებული.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეული წევრი ცდილობს, პოლიტიკაში იმ ღირებულებებითა და პრინციპებით იმოქმედოს, რომლის მაგალითსაც ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა გვაძლევდა. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეებისთვის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და მისი პოლიტიკა ზუსტად ისევეა მიუღებელი, როგორც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერც პოლიტიკური და ვერც ფინანსური შანტაჟით, საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები საქართველოში ვერც მშვიდობას და სიმშვიდეს დაარღვევენ, ვერც ეკონომიკურ წინსვლას შეაჩერებენ და ვერც ბიძინა ივანიშვილის მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტებს შეაჩერებენ. საქართველო გაიმარჯვებს!”

აცხადებს, მმართველი გუნდის თავმჯდომარე,ირაკლი კობახიძე.