ივანიშვილმა, საქართველო სანქციების გვერდის ავლის ჰაბად აქცია, მისი მოშორებით შეიძლება გეოპოლიტიკური ვითარებაც კი შეიცვალოს – პიონტკოვსკი

რუსმა ჟურნალისტმა, ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა,   ანდრეი პიონტკოვსკიმ Україна 24-ის ეთერში საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ ოლგარქმა “ივანიშვილმა საქართველო რუსეთისთვის, სანქციების გვერდის ავლის ჰაბად აქცია. მისი მოშორებით, შესაძლებელია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში გეოპოლიტიკური ვითარებაც კი შეიცვალოს”.

“ამის შესახებ არესტოვიჩი და არახამიაც საუბრობდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა – ყურმოკრულით კი არ ვიცი, მე ხომ ქართულ არხებზე მეპატიჟებიან. მეგობრები მაფრთხილებენ კიდეც, სად მიდიხარ ეს სამთავრობო არხია, ისინი ივანიშვილს ემორჩილებიან. იქ უკრაინის მიმართ არანაკლები თანაგრძნობაა, აღშფოთებაა რუსეთის საომარი დანაშაულების მიმართ  აუცილებელია ივანიშვილი შეიყვანონ სანქცირებულთა სიაში – ხმამაღლა ვიმეორებ – დაუწესეთ ივანიშვილს სანქციები. ის საქართველოს ფარული მმართველია, ის შეშინებული გაიქცევა და რეჟიმი დაემხობა.
სწორედ ამას ამბობდა არახამია და არესტოვიჩი – ის ეხმარება პუტინს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ბაიდენს კი ეს არ მოსწონს. აი ამ ხაზით, ერმაკს შეუძლია ეს ბაიდენამდე მიიტანოს ერთი სვლით და საქართველო გაათავისუფლოს. წარმოგიდგენიათ ეს როგორ ბიძგს მისცემს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიპუტინურ მოძრაობას?გთავაზობთ, რომ საერთო ძალისხმევით ივანიშვილი საქართველოს მოვაშოროთ.

რუსები აგონიაში არიან. აფხაზეთიდან და ოსეთიდან სამხედრო ხელმძღვანელობა გაიყვანეს. სენსაცია მოხდა სამხრეთ ოსეთში. “პრეზიდენტმა”, რომელიც რუსეთს ოსეთის შეერთება მოსთხოვა, არჩევნებში დამარცხდა. იმ კანდიდატმა გაიმარჯვა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. აფხაზეთში, კი ამ წინადადების განხილვაზე საერთოდ უარი თქვეს.

ივანიშვილმა საქართველო რუსეთისთვის, სანქციების გვერდის ავლის ჰაბად აქცია. მისი მოშორებით, შესაძლებელია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში გეოპოლიტიკური ვითარებაც კი შეიცვალოს”, – ამბობს ანდრეი პოინტკოვსკი