“ივანიშვილმა ქართველი ხალხი დაიკიდა ფეხზე და დაიმალა როგორც წრუწუნა, მათხოვარი და მშიშარა“–ლევან ბერძენიშვილი

რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონოდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის შესახებ მთავარ არხზე, ნიკა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა. წამყვანმა მას დაუსვა კითხვა, რატომ გაიმეტა ივანიშვილმა ეპიდემიასთან საბრძოლველად მხოლოდ 100 მილიონი ლარი, ანუ დაახლოებით 30 მილიონი დოლარი, როცა პიკასოს ნამუშევარში – დორა მაარი კატით რამდენიმე წლის წინ სამჯერ მეტი –  95 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ბერძენიშვილის აზრით თანხაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ივანიშვილი თავის ხალხს დაემალა:

“ჩვენ გვერჩივნა სანამ 100 მილიონს გადაიხდიდა ერთხელ მაინც გამოჩენილიყო და თანაგრძნობა ეთქვა თავისი ხალხისთვის, რომ აგერ ვარ, ნუ გეშინიათ. საქმე ის გახლავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს რომ გაუჭირდა მაშინ გამოჩნდა, კლიპებში ჩაენაცვლა და ბილბორდებზე ჩაენაცვლა, და ახლა ქართველი ხალხი დაიკიდა ფეხზე და საერთოდ დაიმალა როგორც წრუწუნა. მათხოვარი და მშიშარა, წიწოლა ეს გაქცეული ბრძოლიდან ადამიანი. სამარცხვინოა და რა ასი მილიონი უშველის ამას ახლა . ჯობს სიცოცხლეს ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო რუსთაველმა თქვა. განსაცდელისთვის თქვა, მძიმე დღეებისთვის თქვა, ესეიგი ის უფრო მძიმე დღეები იყო სალომეს რო არ ირჩევდა ქართველი ხალხი? ასე გაირკვა, ვიდრე ის, როდესაც ეგზისტენციალური არსებობის საფრთხე დგას.

და ამ დროს მან მოიცალა ხეების გადათრევისთვის. ამაშია საქმე. მას ეყო ზნეობრივი ძალა თუ უძლურება თუ უსინდისობა ამისთვის.

მომხრეები იტყვიან, რომ ეს ძალიან კარგია, ხეებისთვის, ეს კარგია ეკოლოგიისთვის, ისინი ყველაფერს იტყვიან, მაგრამ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ. მოგეხსენებათ საქართველოს ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა ბოლო ხანებში, როდესაც თურქეთში აღმოჩნდა აშოტ კურაპალატის საფლავი.მე მეგონა რომ საქართველოს ხელისუფლება აშოტ კურაპალატს მიხედავდა და იმას გადმოასვენებდა. არა, ხეები ურჩევნია. ორი კაპიკი დაეხარჯა და ის პატიოსანი კაცი სამშობლოში დაებრუნებინა ეს ხომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვიმა თავის დროზე, როდესაც მას უთხრეს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ფაკულტეტი შეიძლება გაიხსნას, მან თქვა, მერე ეს მე რას მაძლევსო. ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი დენდროლოგიური ჩანაფიქრი. დრუიდული სწავლების მიზედვით  რაც უფრო ძველი ხეები გექნება და ჩაეხუტები, მით უფრო დიდხანს იცოცხლებ. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ანახოს თავისი შერცხვენა და ქართველი ხალხის მისგან განდგომა. დიდხანს უნდა იცოცხლოს, რომ ეს დაინახოს და მტკივნეული იყოს მისთვის და ინანოს, რომ კაპიკები ვერ გაიმეტა თავისი ხალხისთვის და რაც მთავარია სიტყვა ვერ გაიმეტა. თბილი სიტყვა ვერ გაიმეტა თავისი ხალხისთვის. ვის რად უნდა მაგისი მილიონები, რომლებსაც ყველამ იცის ვინ შეჭამს და ვინ დახარჯავს. “– განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.