”ივანიშივლის პირადი სანქცირების გარეშე, არ წავა ახალ არჩევნებზე”- შალვა ნათელაშვილი

”ივანიშივლის პირადი სანქცირების გარეშე, არ წავა ახალ არჩევნებზე”- ამის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა,  შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

“ნიკა მელია უნდა იყოს ჩვენს გვერდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, რაიმე გადაწყვეტილებას მოეწეროს ხელი. ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან უპირველესი უნდა იყოს ახალი საპარლამერტო არჩევნების თარიღი. რომელიც უნდა ჩატარდეს ამ წელში. გარდა ამისა ივანიშივლის პირადი სანქცირების გარეშე, მისი ჩვენგან მოპარული ქონების დაყადაღების გარეშე დიქტატორი არ წავა ახალ არჩევნებზე ეს არის მწარე რეალობა, ამიტომ ჩვენი თოხოვნა და მოთხოვნა იქნება უცვლელი – სანქციის ქვეშ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მილიარდები”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კონსულტაციებს “ევროპული საქართველოს”, “ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “გირჩისა” და “გირჩი მეტი თავისუფლებას” ლიდერებთან მართავს.