ილია დარჩიაშვილმა საქართველოს მიერ უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერაში დამარწმუნა – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დაარწმუნა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.ამის შესახებ, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.

“ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს უკრაინის გმირულ თავდაცვაზე რუსული შემოჭრისგან. მან დამარწმუნა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში. მადლობელი ვარ მისი, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არც დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას”, – წერს კულება.