ილია II-ემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დალოცა

ილია მეორემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დალოცა, რომელმაც, თავის მხრივ, პატრიარქთან შეხვედრის გამო სიხარული გამოხატა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“შეხვედრის დაწყებისას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი მ. პომპეო, რომელმაც, თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყრდრე, შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები.