ილია II თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის ყველაზე მძლავრი ლოდია – მეუფე შიო

“თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გახლავთ”,- ასე აფასებს პატრიარს მისი მოსაყდრე, მეუფე შიო.

მისი თქმით, ილია მეორის წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიის მოვლენისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა.

“მისი სამოციქულო მოღვაწეობა ჩანს ყოველ წელს და დღეს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია, თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი და დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა”,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

მანვე ქრისტიანობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქრისტიანი “არ უნდა ავლენდეს მხოლოდ მიწიერ მიდრეკილებებს, მატერიალური მოხვეჭისკენ ლტოლვას და მხოლოდ მიწიურ პრაგმატიზმს”.