ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოყვა – ის მოტოციკლეტით ბოძს შეეჯახა

ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების ხელმძღვანელი, მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ის ბოძს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.