იმავეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც – ხოშტარია შიმშილობაზე

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილსი სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

მისი თქმით, ანალოგიურად მოიქცეოდა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებითაც, რადგან მისი პროტესტი პარტიულ დაპირისპირებაზე მაღლა დგას.

“საკითხი, რომლის გამოც მე ვშიმშილობ, არის ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა, ზუსტად იმავეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და აბსოლუტურად ყველასთვის. მე მჯერა ღრმად და მტკიცედ კოალიციის და ჩემი პოლიტიკურად ენმ-სთან თანამშრომლობა გამომდინარეობს სწორედ ნიკა მელიას, ენმ-ს და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პოზიციით, რომ კოალიცია არის ერთადერთი გამოსავალი. სხვა კონფიგურაციაში, ვინმეს ერთპიროვნულ მობრუნებაში, არათუ არ მივიღებ მონაწილეობას, არამედ გავუწევ წინააღმდეგობას”,– ამბობს ხოშტარია.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია მე-6 დღეა შიმშილობს და მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.