იმედა კლდიაშვილის 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ანგარიშები დაუყადაღეს

გირჩი – მეტი თავისუფლების განცხადებით, იმედა კლდიაშვილის 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ყადაღა დაადეს მის ანგარიშებს. ინფორმაციას ზურა ჯაფარიძე ავრცელებს.

ამავე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, თემურ გორგაძეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ისინი 12 ნოემბერს დააკავეს, როცა პარტიის წევრებმა ერთდროულად 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩახერგეს.