იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალი ვარშავის პაქტი არ გახდება – მაკფოლი

“იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალი ვარშავის პაქტი არ გახდება”- ასე ეხმაურება, აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს.

“ძველი ხუმრობა იყო, რომ NATO წევრებს თავდასხმებისგან იცავდა, როცა ვარშავის პაქტი საკუთარ წევრებს ესხმოდა თავს. იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალ ვარშავის პაქტად არ იქცევა.”- განაცხადა მაკფოლმა.