იმედია, ხელისუფლება დაინტერესდება, ვინ წააქეზა და რა მიზნით – დემსი 5 ივლისზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი ეხმიანება 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასშტაბურ თავდასხმას.

მისი თქმით, ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, ვინ წააქეზა მოძალადეები და რატომ.

“არ ვიცი მოხდა ეს განზრახ თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გსურთ გაუფრთხილდეთ სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, მედია უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა მედიასთან დაკავშირებით, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა.

ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს არამხოლოდ იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა, ეს ასეც ხდება, რადგან მიმდინარეობს გამოძიება, არიან დაკავებულები, მაგრამ იმედი მაქვს, ისინი დაინტერესდებიან მცირე დეტალებითაც კი, რომ გაეცეს პასუხი შეკითხვას, რატომ მოხდა ეს, ვინ წააქეზა და რა მიზნით. მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს. თუ არის აღქმა რომ ხელისუფლება მიდის მედიის წინააღმდეგ, მისი დიდი წინააღმდეგი ვიქნები”, – განაცხადა დემსმა “ფორმულას” ცნობით.

ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რიკ დემსს განუმარტეს, “რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი, ძალადობის ვერ აღკვეთის მიზეზი”.