იმედია NATO შეძლებს შვედეთსა და ფინეთზე თურქეთის წინააღმდეგობის დაძლევას – ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ NATO შეძლებს შვედეთსა და ფინეთზე თურქეთის წინააღმდეგობის დაძლევას. ამის შესახებ ბორელმა, ევროპული საბჭოს სხდომის წინ განაცხადა. 

“დარწმუნებული ვარ, ფინეთი და შვედეთი ყველა წევრი სახელმწიფოსგან მიიღებენ ძლიერ მხარდაჭერას, რადგან ეს ჩვენს ერთიანობას ზრდის და გვაძლიერებს. დარწმუნებული ვარ, საბჭო მხარს დაუჭერს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას. ვიცი, რომ თურქეთმა გარკვეული წინააღმდეგობები წარადგინა. იმედი მაქვს, NATO შეძლებს ამის დაძლევას” – აცხადებს ბორელი.