იმედის ეთერში ტექნიკურმა შეცდომამ ათასობით სტუდენტი დააბნია – როდის ჩატარდება ფინალური გამოცდები

გუშინ “იმედის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მხიედვითაც უმაღლეს სასწავლებლებში ფინალური გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდებოდა. სიუჟეტმა ათასობით სტუდენტი დააბნია. როგორც ირკვევა აღნიშნული ინფორმაცია არხის ტექნიკური შეცდომა აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით newsreport.ge დაუკავშირდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ რომ  უმაღლეს სასწავლებლებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპზე იქნება შესაძლებელი, დამატებით დეტალებს, მათ შორის  გამოცდის თარიღებს უნივერსიტეტები ავტონომიის ფარგლებში გააცნობენ სტუდენტებს.

ამავე თემაზე იხილეთ :

უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპზე ჩატარდება – ჩხენკელი

იმედის ეთერში გასული სიუჟეტი :