იმედი მაქვს, რომ დანიელსონი წარმატებას მიაღწევს – ვიოლა ფონ კრამონი

“იმედი მაქვს, რომ დანიელსონი წარმატებას მიაღწევს “– ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა, რომელზეც სამხრეთ კავკასიის საკითხზე იმსჯელეს.

„ვწუხვარ  ბოლო კვირების და თვეებში განვითარებული მოვლენების გამო. იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონი წარმატებას მიაღწევს ისე, რომ შედეგს მალე დავინახავთ, რათა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელი გახდეს. შემდეგ კი საქართველოს დავინახავთ რეგიონში მთავარ მამოძრავებელ ძალად, მათ შორის მამოძრავებელ მედიატორ ძალად მთიან ყარაბაღში და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში და ასევე იმის, რაც ქართველებს სურთ, ევროპული მისწრაფების მამოძრავებელ ძალად. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, უფრო გონივრულად მოიქცეს, დაბლოკვისა და ბოიკოტის გარეშე. ასევე, არ გამოიყენონ ადმინისტრაციული ძალა არჩევნების დროს უპირატესობის მოსაპოვებლად“,- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.