“იმედმა” ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა

ტელეკომპანია ”იმედმა” პარტია ”ევროპული საქართველოს”  წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადა. ტელეკომპანია უარის მიზეზად რეკლამაში არსებულ სიძულვილის ენას ასახელებს.

“პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმედის ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის ევროპული საქართველო. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს ევროპულ საქართველოს”.  – ნათქვამია “იმედის” განცხადებაში.

როგორც პარტიის თავჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ტელეკომპანია “იმედი” მათ პოლიტიკურ რეკლამას ბლოკავს.

“ეს არის ტელეკომპანია, რომელიც თავის ეთერში რუტინულად უშვებდა არამარტო ძალიან აგრესიულ და ნეგატიურ კლიპებს ქართული ოცნების, ანუ ივანიშვილის რეჟიმის, არამედ კამპანიას აწარმოებდა, რომელიც რელიგიული და სხვა შუღლის გაღვივებით იყო სავსე”, – აცხადებს გიგა ბოკერია.