იმ ადგილზე, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, მწყემსები გადაადგილდებოდნენ – რამიშვილი

ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პრესკონფერენციაზე მედიას კადრები წარუდგინა, სადაც მისი მტკიცებით, ჩანს, რომ იმ ადგილზე, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი და მანქანა იპოვეს, მწყემსები გადაადგილდებოდნენ. მისი თქმით, ეს გამორიცხავს იმას, რომ 5 დღის განმავლობაში მანქანას ვერავინ შეამჩნევდა.

“ვადასტურებთ, რომ ადამიანების, ნახირის იქ გადასვლა ხდებოდა. მტკიცება იმისა, რომ იქ 5 დღე ავტომობილი იდგა, ისე რომ ვერავინ ნახა, არის აბსურდი. ზუსტად ის ადგილმდებარეობაა [კადრებზე], სადაც მწყემსი მე–5 დღეს კი არ დაინახავდა, ზუსტად იმ 5 დღის ვადაში დაინახავდა [მანქანას]. ამ ნახირს მიყვება ოთხფეხა ძაღლი. როდესაც 5 დღის განმავლობაში არის ცხადარი, სუნით და ყნოსვით აუცილებლად მიდის ცხედართან. ეს არის რამდენიმე დღის ჩანაწერი”,– ამბობს მიხეილ რამიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ადგილობრივები ტერორში არიან ძმები ბეჟუაშვილების მხრიდან, რომლებსაც დიდი ძალაუფლება აქვთ.

“ჩემი ინფორმაციით, იმ სოფლის მცხოვრებლებზე, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, არის ძალიან დიდი ზეწოლა. მოსახლეობა ჰყავთ ტერორის ქვეშ.

დასახელდა ძმები ბეჟუაშვილები, რომლებიც დიდი ძალაუფლებით სარგებლობენ. პოლიცილები დიდ ტერორში ამყოფებენ და აფრთხილებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ გაბედონ”,– ამბობს ადვოკატი.