ინიცირებას ვუკეთებთ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია – ხალხის ძალა

ინიცირებას ვუკეთებთ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგია – ამის შესახებ ბრიფინგზე ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძის თქმით, ხალხის ძალამ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც  მათ მიერ წარდგენილმა კანონპროექტმა სპეკულაციები გამოიწვია, რომ “თითქოს ის რუსული კანონპროექტის ანალოგი იყო”.

ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ინიცირება გავუკეთოთ ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს, “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”, რომელიც არის სუფთა, ამერიკული ანალოგი. ჩვენ პირდაპირ თარგმანს გავაკეთებთ და კანონს დავაინიცირებთ, რისთვისაც 1-2 დღე დაგვჭირდება […] ახლა არჩევანი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე აქამდე. საზოგადოებასაც და ჩვენს ოპონენტებსაც მსჯელობის მეტი საშუალება ექნებათ. ანუ, ახლა გვაქვს 2 ვარიანტი. პირველი, რომელიც უკვე წარდგენილია – ქართული ვარიანტი. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” და მეორე, სუფთა ამერიკული “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ”. – თქვა ბრიფინგზე  დიმიტრი ხუნდაძემ.