”უკრაინა ევროპაა, მოლდოვა ევროპაა, საქართველო ევროპაა! ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა, გარდაქმნის ჩვენს კონტინენტს და აღასრულებს ისტორიულ სამართლიანობას – 3 ერის ნებას. გილოცავთ! წინ გრძელი გზაა – მოდით ეს შევასრულოთ. იმედი მაქვს, რომ 6 თვეში, ასევე, ვიზეიმებთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ამისათვის, საქართველოს მთავრობამ მოქმედება უნდა დაიწყოს. ევროკავშირის ინსტრუქციები ნათელია. ქართული ოცნება, ბურთი თქვენს მოედანზეა”

წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.