„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს გიორგი ნიკოლიშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გიორგი ნიკოლიშვილს 5 ივლის “პრაიდის” მოწინააღმდეგები ფიზიკურად გაუსწორდნენ,

„რამდენადაც გავარკვიეთ, დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, უბრალოდ, რადგან საავადმყოფოში არის, ჯერჯერობით არ აქვს გაცნობილი დაზარალებულად ცნობის დადგენილება და ხელი არ აქვს მოწერილი. ამ დღეებში, როგორც კი შესაძლებლობა იქნება, გააცნობენ ამ დადგენილებას. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე, კლინიკაში მოხდება მისი გამოკითხვაც, თუმცა ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთეობის მდგომარეობა პირველ რიგშია, ამიტომ ცოტა ვაყოვნებთ მის გამოკითხვას, რომ მომჯობინდეს და უკეთესად იყოს“,- განაცხადა ნიკოლიშვილის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.

ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა. გიორგი ნიკოლიშვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.