ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენილია, დიდი რისკის შემცველია – გახარია

პრემიერ-მინისტრი გახარია ამბობს, რომ 4 შემთხვევაში ინფიცირების პირველწყაროს ვერ დადგენა რისკის შემცველი და საგანგაშოა.

მისი თქმით, 4-დან 3 ინფიცირების შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად, არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ჩვენ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, ის მიღწევა არ დავკარგოთ, რაც გაგვაჩნია და ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში, როგორ ხდება მეორედ ეპიდემილოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ მინდა თითოეულ უწყებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისკენ და სიფრთხილისკენ, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გახარიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ინფიცირებულების პირველწყაროს ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.