ინფორმაცია ილია II-ის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ილია II–ის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.

“ბევრი ზარებია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს”,– წერს ჯაღმაიძე Facebook-ზე.

ჯაღმაიძე არაფერს ამბობს პატრიარქის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით.

თეოლოგმა ბასილ კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს კორონავირუსი “დამართეს”, ახლა კი ამ ფაქტს საპატრიარქო მალავს.