ინციდენტი თელავში – 9 წლის მოზარდი პნევმატური იარაღით დაიჭრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლით 9 წლის მოზარდი დაშავდა.

ის მუცლის არეში მიყენებული დაზიანებით რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს და უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მოზარდები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა.

“თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოყვანილია არასრულწლოვანი. აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი პნევმატური იარაღის ტყვია. დაზიანებული იყო ღვიძლის ქსოვილი. ჩატარდა შესაბამისი ქირურგიული ჩარევა. ამ ეტაპისთვის პაციენტი გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა,” – ამბობს თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ხათუნა ჭონიაშვილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.