ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლა ივანიშვილისადმი მადლობით დაიწყო

ქართული ოცნების თამვჯდომარის პოსტზე ახლადარჩეულმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლა, ბიძინა ივანიშვილისადმი მადლობით დაიწყო.

“ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და ახალ დემოკრატიულ წესრიგს ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს თავისუფლება, უსაფრთხოება და მშვიდობა მოუტანა. დღემდე, ჩვენი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილი იყო თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის მთავარი გარანტი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასევე მინდა მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.