ირაკლი კუპრაძემ “პატრიოტთა ალიანსის” ბანერი ჩამოხია (ვიდეო)

“ლელო საქართველოსთვის” წევრმა და ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი ირაკლი კუპრაძემ აჭარაში “პატრიოტთა ალიანსის” ბანერი ჩამოხია.

“ეს არის ბანერი, რომელიც არასდროს, აღარასდროს იქნება აჭარაში გამოფენილი…. მორჩა “პატრიოტთა ალინასის” მოღალატეობრივი პოლიტიკა, აი ამ ადგილას”,ამბობს ირაკლი კუპრაძე.

დღეს, სოციალურ ქსელში ფავრცელდა ფოტო, რომელზეც  “პატრიოტთა ალიანსმა” განათავსა ბანერი და  საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად.  ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.