ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ოქრუაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს. მისი თქმით, ინფიცირების გამო აქციების გამოტოვება მოუწევს.

“საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე). საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს. სად აღარ “აღმინიშნავს” დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოვებდა.

წელს, ვფიქრობდი რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალიმეთქი და მივიღე განსაკუთრებული – ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე.

ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები, რომ არ ვიყო აუცილებლად მოვიდოდი. თუმცა 8-ში მხოლოდ “იწყება” და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში. უჩემოდ ბარიკადები არ იქნება… მადლობა ყველას, მოლოცვაზე მეტად 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისთვის”. – წერს ოქრუაშვილი.