ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი  დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას  პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს ხოლო მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

“საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის ომიკრონი შტამი დაუდასტურდა. მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. პრემიერმინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა”.- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსი 2021 წლის აპრილშიც გადაიტანა.