ირანი თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

ირანი თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

  • “სამხედრო კონფლიქტის ესკალაციასთან და უკრაინაში გაზრდილ საფრთხესთან დაკავშირებით, ირანის ყველა მოქალაქეს კატეგორიულად ურჩევენ, თავი შეიკავონ ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან,” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება ასევე რეკომენდაციას უწევს უკრაინაში მცხოვრებ ირანის მოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა საიმედო სიცოცხლისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.